"ქართული ოცნება" აშშ-ს მოუწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დასანქცირებულ ქართველ მოსამართლეებს სანქციები გაუუქმოს. ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ამბობს, რომ ქართულ მხარეს ამ დრომდე არ მიუღია მტკიცებულება, რომელიც მოსამართლეების დასანქცირების რელევანტურობას დაადასტურებდა. მისივე შეფასებით, სანქციები რომელიც მოსამართლეების წინააღმდეგ არის დაწესებული, რადიკალური ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციის კამპანიის შედეგია.