კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია „მედია გარემო და მედიის რეგულირება“ ჩატარდა.შეხვედრის ფარგლებში, დეტალურად განიხილებოდა თუ როგორია ქვეყნის მედიაპოლიტიკა, რა მიმართულებებს არეგულირებს ქართული კანონმდებლობა; რა არის საჭირო ტელე და რადიო მაუწყებლობის დასაწყებად; ასევე, რა გამოწვევების წინაშე დგას ქართული მედია.