პარლამენტი „გირჩის“ ინიციატივას, საპარლამენტო საარჩევნო სიის ფორმირებისას გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე, დაჩქარებული წესით განიხილავს, რასაც არასამნთავრობო ორგანიზაციების ნაწილი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ქალთა მოძრაობა პარტიებს მოუწოდებს ქალთა გაძლიერების სრულფასოვანი პროგრამა წარმოადგინონ და ქართულ ოცნებას შეეწინაარმდეგონ. გირჩის ამ ინიციატივას პოლიტიკურ სივრცეში განსხვავებული შეფასებები მოჰყვა. ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა. ქართულ ოცნება კი, ისევე როგორც პარტია გირჩი თვლის, რომ ქალები პარლამენტსა და თვითმმართველ ორგანოებში არა კვოტირებით, არამედ დამსახურებითა და პროფესიონალიზმით უნდა ხვდებოდნენ.