საარჩევნო კოდექსში შესატან ახალ ცვლილებებს დეპუტატები დიდი ალბათობით დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ. ოპოზიცია პოზიციას არ იცვლის. მათი თქმით ქართული ოცნების მიერ ინიცირებული ცვლილებები პროპაგანდისტული ტრიუკია და ამომრჩევლის მოტყუებას ისახავს მიზნად. თავისმხრივ ქართულ ოცნებაში კი ოპოზიციის კრიტიკას პროვოკაციად აფასებენ.