„ქართული ოცნების“ კატეგორიული მოთხოვნა ამერიკის შეერთებული შტაბების საელჩოს საქართველოში - საპარლამენტო უმრავლესობა ამერიკის მხრიდან სანქცირებული ქართველი მოსამართლისთვის სანქციების მოხსნას ითხოვს. მართველი პარტია ირწმუნება, რომ ოთხი ქართველი მოსამართლის მიმართ სტრატეგიული პარტრნიორის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება უსაფუძვლოა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითის გააქტიურებით ქართული ოცნება ე.წ სასამართლო კლანისგან მომდინარე რისკების თავიდან არიდებას ცდილობს.