ბრაზილიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრ მაურო ვიეირას შეხვდა. მინისტრები მიესალმნენ ორი ქვეყნის საგარეო უწყებათა შორის არსებულ ინტენსიურ პოლიტიკურ დიალოგს, ასევე მიმოიხილეს სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ მიმართულებას. აღინიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია განავითაროს კავშირები ბრაზილიასთან, როგორც მსოფლიოს წამყვან ეკონომიკასთან, და მოახდინოს საკუთარი ეკონომიკური პოტენციალის სრულფასოვანი დემონსტრირება.