მოსკოვის ტერაქტის შემდეგ, საფრანგეთმა უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. ქვეყნის პრემიერ მინისტრის განკარგულების მიზეზი, მოსალოდნელი ოლიმპიადაცაა, რომელსაც საფრანგეთი რამდენიმე თვეში უმასპინძლებს. როგორც ცნობილია, დაცვა განსაკუთრებით გაძლიერდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სავაჭრო ცენტრებსა და აეროპორტებში, ასევე რელიგიური ობიექტების მიმდებარე ტერიტორიებზე. ოლიმპიური თამაშები პარიზში 26 ივლისს დაიწყება და 11 აგვისტოს დასრულდება.