საქართველოში მეორადი სამოსის იმპორტმა ერთ თვეში 3 მლნ დოლარს გადააჭარბა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს თებერვალში მეორადი მოხმარების სამოსის იმპორტი 38%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. 2023 წლის თებერვალში საქონლის იმპორტი 2,2 მლნ დოლარი იყო. გარდა ამისა, იმპორტი 6,2 მლნ დოლარით არის გაზრდილი წლიურ ჭრილშიც. კერძოდ, 2023 წელს საქართველოში 40 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების მეორადი ტანსაცმელი შემოვიდა, 2022 წელს 34,5 მლნ დოლარის. რაც შეეხება ქვეყნებს, სადაც მეორად ტანსაცმელს ვყიდულობთ, წელს თებერვალში, ლიდერი იყო თურქეთი, რომელზეც მთლიანი იმპორტის 38% მოდის. შემდეგ პოზიციებს კი იკავებენ ამერიკის შეერთებული შტატები, ნიდერლანდები, გაერთიანებული სამეფო და გერმანია.