მომავალი წლიდან ბაზარზე ზედამხედველობასა და კონტროლს დამატებით 101 სამშენებლო პროდუქტი დაექვემდებარება. სამშენებლო პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა კონტროლს ეკონომიკის სამინისტროს ზედამხედველობის სააგენტო ახორციელებს, მომავალი წლიდან დაემატება ისეთი პროდუქტების ჩამონათვალი, როგორიცაა ფიქსირებული ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები, გაზის ჩაქრობის სისტემების კომპონენტები, კვამლისა და სითბოს საკონტროლო სისტემები, თბოიზოლაციის პროდუქტები, სახურავის საფარი, ქვის წყობა და მასთან დაკავშირებული პროდუქტები, იატაკზე დასაგები პროდუქტები, ბრტყელი მინა, პროფილირებული მინა და მინის ბლოკის პროდუქტები, ასევე ხისგან დამზადებული პანელები და ელემენტები, სივრცის გათბობის მოწყობილობები და ა.შ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, გარდამავალ პერიოდში, 2025 წლის 1-ელ იანვრამდე, ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო, შემოწმების ფარგლებში გასცემს საჭირო რეკომენდაციებს საქართველოს ბაზარზე განთავსებული სამშენებლო პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება სექტორს ცვლილებებთან ადაპტირებაში.