გაეროს ანგარიშის თანახმად, 2022 წელს მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე 132კგ საკვები გადაიყარა. ამავე ანგარიშის მიხედვით, დიასახლისები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ერთ დღეში 1 მლრდ პორცია საკვებს ყრიდნენ, მაშინ, როცა 783 მლნ ადამიანი შიმშილობს, ხოლო მოსახლეობის მესამედი სურსათის უკმარისობის წინაშე იმყოფება. საკვები ნარჩენები ზიანს აყენებს მსოფლიო ეკონომიკას და კლიმატის ცვლილებას, ანადგურებს ბუნებას და ანაგვიანებს მას - ასეთია გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის ანგარიშის მთავარი დასკვნები, რომელიც "ნარჩენების გარეშე - მსოფლიოს საერთაშორისო დღისთვის" გამოქვეყნდა. დასკვნა შეიცავს ასევე რეკომენდაციებს ქვეყნებისთვის მონაცემთა შეგროვების გასაუმჯობესებლად და გვთავაზობს მსოფლიოში საუკეთესო პრაქტიკას საკვების ნარჩენების შესამცირებლად. 2022 წლის მონაცემებით, 1 მლრდ ტონაზე მეტი საკვების ნარჩენი აღრიცხეს (მათ შორის გამოუყენებელი), რაც ერთ სულ მოსახლეზე 132 კილოგრამს და მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი საკვების თითქმის მეხუთედს შეადგენს. ცნობილია ისიც, რომ „დიდი ოცეულის“ მხოლოდ ოთხ ქვეყანას - ავსტრალიას, იაპონიას, დიდ ბრიტანეთს და აშშ-ს, ასევე ევროკავშირს აქვს საკვების ნარჩენების საზომი, რომელიც ეფექტურია 2030 წლამდე. მონაცემები ადასტურებს, რომ საკვების ნარჩენები არ არის მხოლოდ „მდიდარი ქვეყნის“ პრობლემა, საყოფაცხოვრებო საკვების ნარჩენების დონე განსხვავდება საშუალოდ მაღალი, საშუალო და დაბალი საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში სულ რაღაც შვიდი კილოგრამით ერთ სულ მოსახლეზე. ამავდროულად, უფრო ცხელი კლიმატის მქონე ქვეყნები, როგორც ჩანს, ერთ სულ მოსახლეზე შინამეურნეობებში უფრო მეტ საკვების ნარჩენებს წარმოქმნიან.