2 აპრილს მსოფლიო აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. თარიღი 2007 წლის 18 დეკემბრის გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით დაწესდა. აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანი საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლებაა. ასევე აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვისა და რეალიზაციის ხელშეწყობა. აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიებები იმართება თბილისშიც. საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის ღონისძიება გაიმართა პარლამენტში, ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ინიციატივით.