პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტი ხმაურისა და ურთიერთ დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. “გირჩის” ინიციატივას გენდერული კვოტების გაუქმების თაობაზე ოპოზიციის ნაწილი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. სხდომაზე განსაკუთრებით კრიტიკული შეფასებებით “ლელოს” დეპუტატი, ანა ნაცვლიშვილი გამოირჩეოდა, რომელმაც “გირჩის” განზრახვა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და აღნიშნა, რომ გენდერული კვოტების გაუქმება ქალთა უფლებებს მკვეთრად არღვევს. ამავე თემაზე კომენტარი სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმაც გააკეთა, რომელიც ოპოზიციის პათოსს იზიარებს და კვოტების გაუქმებას დაუშვებლად მიიჩნევს.