რუსეთში, თათრეთის რესპუბლიკაში დრონებით თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ინფორმაციით, თათრეთის რესპუბლიკის ქალაქებში, ელაბუგასა და ნიჟნე კამსკში მდებარე საწარმოებს თავს დრონებით დაესხნენ. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, საწარმოებში ტექნოლოგიური პროცესი არ შეფერხებულა და სერიოზული დაზიანება არ ყოფილა. თათრეთის რესპუბლიკის მეთაურის პრესსამსახურის ცნობით, საავადმყოფოში სამი ადამიანი გადაიყვანეს. ამასთან, ქალაქ ნიჟნე კამსკის მერმა რამილ მულინმა TASS-ს განუცხადა, რომ შეაჩერეს დრონი, რომელიც ნიჟნე კამსკის ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა. შემთხვევას მსხვერპლი და დაზიანება არ მოჰყოლია.