საარჩევნო კოდექსში შესატანი ახალ ცვლილებები კვლავ ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემაა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. დეპუტატები დიდი ალბათობით აღნიშნულ ცვლილებებს სწორედ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ. ოპოზიცია პოზიციას არ იცვლის. მათი თქმით ქართული ოცნების მიერ ინიცირებული ცვლილებები პროპაგანდისტული ტრიუკია და ამომრჩევლის მოტყუებას ისახავს მიზნად. თავისმხრივ "ქართულ ოცნებაში" კი ოპოზიციის კრიტიკას პროვოკაციად აფასებენ.