საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები დეპუტატებმა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით უკვე განიხილეს. თავდაპირველად კოდექსში შესატანი ცვლილებები მომხსენებელმა და ქართული ოცნების დეპუტატმა გივი მიქანაძემ წარადგინა. აღსანიშნავია რომ სხდომაყა დარბაზში საკითხის განხილვას ოპოზიციიდან მხოლოდ რამდენიმე დეპუტატი ესწრებოდა. პლენარული სხდომის მიღმა მთელი დღის განმავლობაში ხელისუფლების ოპონენტები საკმაოდ კრიტიკულ განცხადებებს აკეთებდნენ საკითხის ირგვლივ. მათი თქმით ქართული ოცნების მიერ ინიცირებული ცვლილებები პროპაგანდისტული ტრიუკია და ამომრჩევლის მოტყუებას ისახავს მიზნად. თავისმხრივ ქართულ ოცნებაში კი ოპოზიციის კრიტიკას პროვოკაციად აფასებენ.უფრო მეტ დეტლას აღნიშნულ თემაზე ჩვენი ჟურნალისტი მაგდა ბლუაშვილი გაგვაცნობს.