ფინეთის პოლიციის ცნობით, ქალაქ ვანტააში, ვიერტოლას სკოლაში სროლის შედეგად, დაშავებული სამი მოსწავლიდან ერთი გარდაიცვალა, ორის მდგომარეობა კი მძიმეა. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, დაკავებული ეჭვმიტანილი 12 წლის არის. სკოლას, სადაც სროლა მოხდა, 800 მოსწავლე და 90 თანამშრომელი ჰყავს. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. მას შემდეგ, რაც ფინეთის სკოლებში 2007 და 2008 წლებში ორი მასობრივი სროლა მოხდა, ქვეყანაში იარაღის ტარების კანონმდებლობა გაამკაცრეს, თუმცა ქვეყანაში, სადაც ნადირობა საკმაოდ პოპულარულია, იარაღის 430 000 ლიცენზირებული მფლობელია.