აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ისრაელი ჰუმანიტარული დახმარების მუშაკთა დასაცავად საკმარის ნაბიჯებს არ დგამს. ბაიდენი ითხოვს, რომ ისრაელმა სწრაფი გამოძიება ჩაატაროს თავდასხმაზე, რომელსაც საქველმოქმედო ორგანიზაციის 7 თანამშრომელი ემსხვერპლა. მისივე შეფასებით, World Central Kitchen-ზე თავდასხმა არ იყო „ცალკეული ინციდენტი“ და რომ ღაზაში ბოლო 6-ს თვეში დაღუპულ ჰუმანიტარული მუშაკთა რაოდენობა ნებისმიერ სხვა კონფლიქტში 1-ი წლის განმავლობაში დაფიქსირებულ მაჩვენებელს თითქმის 3-ჯერ აღემატება. მანამდე, გაერო-ს მაღალჩინოსანმა, ჯეიმი მაკგოლდრიკმა გუშინ განაცხადა, რომ ღაზაში ისრაელსა და ჰამასს შორის ომის დაწყების შემდეგ 200-ზე მეტი ჰუმანიტარული დახმარების მუშაკი დაიღუპა.