საარჩევნო კოდექსში შესატანი ახალი ცვლილებების განხილვის შემდეგ დეპუტატები აღნიშნულ ცვლილებებს სავარაუდოდ დღევანდელ სხდომაზე პირველი მოსმენით კენჭს უყრიან. ხელისუფლების ოპონენტები საარჩევნო კოდექსის შეცვლაზე მთელი კვირის განმავლობაში საკმაოდ კრიტიკულად საუბრობდნენ. მათ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ცვლილებებს „მორიგი პროპაგანდისტული“ ხრიკი დაარქვეს, რომლის მიზანიც ამომრჩეველთა მოტყუებაა. გარდა ამისა, ოპოზიციისთვის საარჩევნო კოდექსში ტერმინი „დელეგატის“ შემოტანა გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს. „ქართულ ოცნებაში“ კი ოპოზიციის კრიტიკას „ხანმოკლე პროვოკაციად“ აფასებენ.