Washington Post-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ მოსკოვის ოლქში მომხდარ ტერაქტამდე ორ კვირაზე მეტი ხნით ადრე, აშშ-ის ხელისუფლებამ რუსულ მხარეს აცნობა, რომ საკონცერტო დარბაზი „კროკუს სითი ჰოლი“, შესაძლოა, თავდასხმის სამიზნე გამხდარიყო. მანამდე, თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა 7 მარტის დილით რუსეთის დაზვერვის სამსახურებს, მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ, წერილობითი ინფორმაცია მიაწოდა. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ბოლო მონაცემებით, მოსკოვის ოლქში მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლზე“ 22 მარტს განხორციელებულ თავდასხმას 144 ადამიანი ემსხვერპლა.