დღეს, გენდერული კვოტირების გაუქმებას, დეპუტატები სესიაზე პირველი მოსმენით კენჭს უყრიან - რას აცხადებენ ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლები - Palitra News

დღეს, გენდერული კვოტირების გაუქმებას, დეპუტატები სესიაზე პირველი მოსმენით კენჭს უყრიან - რას აცხადებენ ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლები

2024-04-03 12:13:31+04:00

დღეს, გენდერული კვოტირების გაუქმებას, დეპუტატები სესიაზე პირველი მოსმენით კენჭს უყრიან. პარტია „გირჩის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, პოლიტიკური პარტიები არ იქნებიან ვალდებულნი, რომ საარჩევნო სია გენდერული კვოტირების შესაბამისად დააკომპლექტონ. ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკოსები აქტიურად საუბრობენ. როგორია ოპოზიციისა და მმართველი პარტიის მოსაზრებები.