უკრაინის, პოლონეთის და ლიეტუვის მოსაზღვრე რეგიონებში ბელარუსი ტერიტორიული თავდაცვის ძალების წვრთნებს ატარებს. ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გომელის რეგიონის ტერიტორიული თავდაცვის ყოვლისმომცველი შემოწმების ფარგლებში, 4 აპრილამდე ტერიტორიული თავდაცვის ძალების სამეთაურო-საშტაბო სწავლება ჩატარდება. სწავლების მიზანი, საბრძოლო მომზადების ამოცანების შესასრულებლად, ტერიტორიული ჯარების სამხედრო ნაწილების თანამდებობის პირების მზადყოფნის შემოწმება, რეზერვის ოფიცრების კვალიფიკაციის ამაღლება და ტერიტორიული თავდაცვის ამოცანების გადაწყვეტისას პირადი შემადგენლობის მომზადებაა. ბელარუსის თავდაცვის სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ 26 აპრილამდე მინსკის ოლქის ვილეიკას რაიონის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით ტერიტორიული ჯარების წვევამდელებთან სასწავლო შეკრებაც გაიმართება.