უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ მომზადებული კანონის პარლამენტში დაბრუნებას სხდომათა დარბაზში ხმაური მოყვა. ოპოზიციამ ინიცირებული პროექტი ანტისახელმწიფოებრივად კიდევ ერთხელ შეაფასა და მმართველ პარტიას უკან დახევისკენ მოუწოდა. გამოთქმული შენიშვნები მიუღებელი აღმოჩნდა მმართველი გუნდისთვის. მათი განცხადებით, ოპოზიცია გამოგონილი არგუმენტებით საზოგადოების მატყუებას ისევ ცდილობს. თემის დეტალებს მერაბ პაპაშვილი გაგვაცნობს.