საპარლამენტო უმრავლესობის მიერ “ უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ” კანონპროექტის დაინიცირების შესახებ გაკეთებულ განცხადებას, საერთაშორისო გამოხმაურებები უკვე მოჰყვა. ევროპელი ლიდერები ქართულ ოცნებას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ მმართველი გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ევროკავშირის ინტერესებს ეწინააღმდეგება. რას ამბობენ ევროპელი ლიდერები და როგორ აფასებენ საპარლამენტო უმრავლესობის ნაბიჯს - თემაზე საუბარს ჩვენი კორესპონდენტი, ნატალია თვაური აგრძელებს