პარლამენტმა გირჩის ინიციატივა, რომელიც საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებას გულისხმობს, პირველი მოსმენით მიიღო. გირჩის მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, პოლიტიკური პარტიები ვალდებულები არ იქნებიან, გენდერული კვოტირების მოთხოვნების შესაბამისად თავიანთი საარჩევნო სია დააკომპლექტონ. საკითხთან დაკავშირებით განცხადებები კეთდება პოლიტიკოსების მხრიდან. როგორია პოლიტიკური პარტიების პოზიციები ეკა უშხვანი გვეტყვის.