აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა ისრაელელ კოლეგასთან, იოავ გალანტთან სატელეფონო საუბრის დროს ღაზას სექტორში ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის გამო აღშფოთება გამოხატა. აღნიშნულ თავდასხმას World Central Kitchen-ის შვიდი თანამშრომელი ემსხვერპლა. აშშ-ის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ოსტინმა გალანტს მოუწოდა, დაუყოვნებლივ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მუშაკებისა და პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოება იყოს გარანტირებული.