ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ტაივანში, სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 100-ზე მეტი, 50 კი დაკარგულად ითვლება. ქალაქ ჰუალიენის მახლობლად გვირაბებში ჩარჩენილი დაახლოებით 70 ადამიანის ევაკუირება უკვე განხორციელდა, თუმცა მაშველებმა ოთხ მიკროავტობუსში მყოფ 50 ადამიანთან კონტაქტი დაკარგეს. მაშველები სამძებრო სამუშაოებს ამ დრომდე აგრძელებენ. გუშინ, 3 აპრილს ტაივანის აღმოსავლეთ სანაპიროზე 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მსგავსი სიძლიერის მიწისძვრა ამ კუნძულზე ბოლო 25 წლის განმავლობაში არ მომხდარა.