მას შემდეგ, რაც პარლამენტმა გენდერული კვოტების გაუქმების შესახებ პარტია „გირჩის“ ინიციატივა პირველი მოსმენით მიიღო, დღევანდელ სხდომაზე ამ რეფორმას დეპუტატები მეორე მოსმენით განიხილავენ. ოპოზიციისთვის ეს კანონი მიუღებელი აღმოჩნდა, რადგანაც, როგორც თავად ამტკიცებენ, აღნიშნული ცვლილება პოლიტიკაში ქალი დეპუტატების როლს ძირს უთხრის. განსხვავებული მოსაზრება აქვთ მმართველ პარტიაში - ოპოზიციის კრიტიკა „ქართული ოცნებისთბის“ უბრალოდ გაუგებარია. კიდევ რას აცხადებენ ამასთან დაკავშირებით დეპუტატები.