მიხეილ სარჯველაძემ ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალი დაათვალიერა. უწყების ხელმძღვანელი, ადგილზე გაეცნო საავადმოყოფოს მუშაობის სპეციფიკას. როგორც აღნიშნა, ვეტერანებზე ზრუნვა და მათთვის გასაწევი სამედიცინო მომსახურება სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მიხეილ სარჯველაძემ, სამედიცინო პერსონალს, გაწეული სამსახურისთვის, მადლობაც გადაუხადა. მიხეილ სარჯველაძეს, ჰოსპიტალში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, კობა კობალაძემ და ჰოსპიტლის ხელმძღვანელმა, ამორი რევიშვილმა უმასპინძლეს.