„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ინიცირების გამო ევროკავშირის წარმოამდგენლები და ამერიკელი სენატორები შეშფოთებას გამოთქვამენ. ისინი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ შემთავაზებული ინიციატივა გაიწვიონ და ევროკავშირში გასაწევრიანებლად აუცილებელი რეფორმები ჩაატარონ. ამის საპასუხოდ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ გამჭვირვალობა ევროკავშირის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია, რომელისკენაც სწრაფვა საქართველოში საერთაშორისო პარტნიორების გაკვირვებას არ უნდა იწვევდეს. ვინ როგორ აფასებს საერთაშორისო დონეზე „ქართული ოცნების“ ამ ინიციატივას.