პარლამენტის პლენარული სხდომა დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს. გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებით არსებული კანონპროექტის განხილვისას, დეპუტატებს შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. „ლელოს“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, „გირჩის“ დეპუტატს, ვახტანგ მეგრელიშვილსა და უმრავლესობის წარმომადგენელს, ბექა ოდიშარიას ნარკოლოგიური ტესტი უნდა ჩაუტარდეთ - სამადაშვილის ამ რეპლიკას მხარეებს შორის სიტყვიერი კამათი მოჰყვცა. როგორ განვითარდა მოვლენები პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე და რას აცხადებენ დეპუტატები.