სატელეკომუნიკაციო კომოანია „სილქნეტის“ კომპიუტერული სისტემიდან ათასობით მომხმარებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლების გაჟონვის საქმეზე 23 წლის კაცი დააკავეს. ინფორმაციას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსხური.
უწყების განცხადებით ირკვევა, რომ „სილქნეტის“ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევით დაეუფლნენ 5000-მდე მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს.
„[დაკავებული] არალეგალური გზით ცდილობდა მათ ინტერნეტ სივრცეში რეალიზაციას“, - წერია შსს-ს განცხადებაში.
დაკავებულს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.