შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თბილისსა და რეგიონებში იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 13 პირი, 1 კი მხილებულია. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.