მსოფლიოში ოქროს ფასი რეკორდულ მაჩვენებელზეა და ქართული ოქროს საექსპორტო ფასიც გაიზარდა. წლის დასაწყისიდან დღემდე ერთი უცნია ოქრო თითქმის 300 დოლარით გაძვირდა და 2.300 დოლარს მიუახლოვდა. ამასთან, მიმდინარე კვირას ერთი კილოგრამი ძვირფასი ლითონის ფასმა 74 000 დოლარსაც კი გადააჭარბა, მაშინ, როცა წლის დასაწყისში 65 000 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. მსოფლიო ფასების კვალდაკვალ ძვირდება ქართული ოქროს საექსპორტო ფასიც. საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან ექსპორტზე დაახლოებით 14 მლნ დოლარის ღირებულების 440 კილოგრამი ოქრო გავიდა, კილოგრამის ფასმა საშუალოდ 31 866 დოლარი შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი უცხოეთში 16 მილიონ 346 ათასი დოლარის 600 კილოგრამი ოქრო გაიყიდა, კილოგრამი საშუალოდ 27 244 დოლარად. შედეგად გამოდის, რომ ქართული ოქროს ექსპორტი წელს თითქმის 17%-ით გაძვირდა. რაც შეეხება საექსპორტო ქვეყნებს, ქართული ოქრო წელსაც, როგორს 2023-ში სამ ქვეყანაში - შვეიცარიაში, თურქეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაიყიდა.