ლიბერთი, თურქული „აქტივ ბანკის“ შვილობილი, ფულადი გზავნილების უმსხვილესი კომპანია „იუფითს“ პარტნიორი გახდა. პირდაპირი თანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ლიბერთი ბანკის ფინანსურმა დირექტორმა ვახტანგ ბაბუნაშვილმა, „იუფითის“ გენერალურმა დირექრორმა მურატ კაშტანმა და დირექტორმა ქენ გიურპინარმა. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, თურქეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები და ადგილობრივი მომხმარებლები, ფულადი გზავნილების ოპერაციებს სწრაფად და შეღავათიანი ტარიფით შეასრულებენ. სერვისი ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ლიბერთი ბანკის ფილიალებსა და ციფრულ არხებში. მომხმარებლებისთვის ასევე ხელმისაწვდომი ხდება , ნებისმიერ სასურველ ვალუტაში, როგორც ანგარიშზე, ასევე პლასტიკურ ბარათებზე თანხების გადარიცხვის და ჩარიცხვის ოპერაციები.