დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტის დეპუტატები განიხილავენ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, გუშინ, როდესაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ეს ინიციატივა პირველი მოსმენით განიხილეს, ოპოზიციისგან ვერ მოისმინეს კონკრეტული ფაქტები იმის შესახებ, თუ რატომაა აღნიშნული კანონპროექტი რუსული. ხელისუფლების ოპონენტები კი ისევ იმავე აზრზე რჩებიან და მმართველ გუნდს კანონპროექტის უკან გაწვევას სთხოვენ. კიდევ რას აცხადებენ დეპუტარების პლენარული სხდომის დაწყებამდე.