რუსეთის კურგანის ოლქში ასობით სახლი დაიტბორა. ინფორმაციას რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს. მდინარე ტობოლში წყლის დონემ სწრაფად მოიმატა და კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. სამინისტროს ცნობით, კურგანის ოლქში 300-ზე მეტი სახლი და 700-მდე საცხოვრებელი ფართი დაიტბორა, ხოლო ქალაქ კურგანში ელექტროენერგიის გარეშე დაახლოებით, 1500 ადამიანი დარჩა. ოლქის გუბერნატორის, ვადიმ შუმკოვის განცხადებით, მდინარე ტობოლის წყლის დონემ შესაძლოა 11 მეტრს მიაღწიოს.