რამდენიმე თვეში არჩევნებია, რატომ არ შეგიძლიათ, ეს კანონი გაიწვიოთ, არ შემოიტანოთ და ხალხს მისცეთ არჩევანის მშვიდად გაკეთების შესაძლებლობა?! თქვენ ხართ მთავარი პროვოკატორები, მთავარი ამრევები, თქვენ გინდათ დაპირისპირება, თქვენ ემუქრებით ახალგაზრდებს, თქვენ გინდათ, რომ წყლის ჭავლი მიუშვიროთ - ეს კანონი არც კი უნდა განიხილოთ იმიტომ, რომ ეს არის დაძაბულობის და დაპირისპირების კერა, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ სამარკო ნიშანი ტყუილი და საზოგადოების გადაგდება გახდა“.
„თქვენი სამარკო ნიშანი, სამწუხაროდ, გახდა ტყუილი და საზოგადოების გადაგდება. 2012 წლის შემდეგ მუდმივად ამას აკეთებთ ივანიშვილის ხელმძღვანელობით: დაჰპირდებით ადამიანებს, „გადააგდებთ“; დაჰპირდებით - მოატყუებთ. იგივე გააკეთეთ „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით. ეს კაცი მაინც გამოეცვალათ, რომელმაც თქვა, „რუსული კანონი“ გავიწვიეთ უპირობოდო. ისევ ამ ადამიანს, მდინარაძეს გააკეთებინეთ. ხომ უხერხულია?! ძალიან მძიმე მდგომარეობაში აგდებთ ადამიანს - მუდმივად ასეთი ტყუილების საუბარი უწევს.
ერთი ადამიანის თმის ღერის ჩამოვარდნადაც არ გვიღირს არანაირი კანონიო. რა შეიცვალა? - ახლა რატომ გიღირთ, რომ ათი ათასობით მშვიდობიან მანიფესტანტს დაუპირისპირდეთ და ეს კანონი ისევ მიიღოთ? რა შეიცვალა ამ რამდენიმე თვის განმავლობაში? ან როგორ შეგიძლიათ ახსნათ, რომ თებერვალში კრემლმა დაავალა იგივე კანონის მიღება საოკუპაციო რეჟიმს და რამდენიმე კვირაში შემოარბენინეთ ეს კანონი? ამას გარდა, საქართველოს პარლამენტი უნდა ემსახურებოდეს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს და აქ უნდა მიიღებოდეს კანონები, რომელიც ემსახურება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას - მაგალითად, დაწიოთ გადასახადები. იმსჯელოთ სხვადასხვა კანონზე, რომელიც მოემსახურება ბიზნესს, ეკონომიკას, შექმნის სამუშაო ადგილებს, ადამიანები არ გაიქცევიან ქვეყნიდან, არ იქნება უკიდურესი გაჭირვება, არ იქნება ამ ქვეყანაში გაძვირებული პროდუქტები. ეს არის მთავარი საზრუნავი. ეს ორგანო, წესით, ხალხს უნდა ემსახურებოდეს. ქალბატონო მაია, რომ არ მოგწონთ, იქნებ თქვენ გამცეთ პასუხი, ვის ემსახურება ეს კანონი. ერთი მოქალაქე, ბენეფიციარი, ოჯახი, რომელსაც ექნება სიკეთე ამ კანონის მიღების შემდეგ. ბუნებაში არ არსებობს ასეთი ადამიანი, სამწუხაროდ. მაგრამ ვის წინააღმდეგაა ეს კანონი, ამასაც გეტყვით - ეს არის ჩვენი ევროპული მომავლის წინააღმდეგ. მინდა, იქნებ თქვენც გაიგოთ, რამხელა ცუდ საქმეს აკეთებთ. ეს არის დავალება თქვენ მიმართ. არ არსებობს ცივილიზებული სამყაროს არცერთი ქვეყანა, რომელიც ამ კანონს იწონებს. ყველა მეგობარი ამბობს, რომ ევროკავშირის გზაზე არის შემაფერხებელი. თქვენ ჯიუტად იმეორებთ, რომ არ არის. როგორ? ერთი ქვეყანა ვერ იპოვეთ პარტნიორი - ფრანგმა, პოლონელმა, გერმანელმა, ამერიკელმა - ვერავინ ვერ წაიკითხა. მარტო ზარქუა და მდინარაძე კითხულობს. ეს ხომ არ არის სწორი. ეს არ არის ხალხის მიმართ სწორი დამოკიდებულება. რამდენიმე თვეში არჩევნებია. რატომ არ შეგიძლიათ, ეს კანონი გაიწვიოთ, არ შემოიტანოთ და ხალხს მისცეთ არჩევანის მშვიდად გაკეთების შესაძლებლობა?! თქვენ ხართ მთავარი პროვოკატორები, მთავარი ამრევები, თქვენ გინდათ დაპირისპირება, თქვენ ემუქრებით ახალგაზრდებს, თქვენ გინდათ, რომ წყლის ჭავლი მიუშვიროთ. შემდეგ დასხდებით ტელევიზორებთან პულტით ხელში და მოიფშვნეტთ ხელებს. ეს გინდათ გააკეთოთ? თუ არ გინდათ, ხალხს მიეცით არჩევნებზე მშვიდად გადაწყვეტის შესაძლებლობა. ნუ აპირისპირებთ საზოგადოებას, ხელოვნურად ნუ ძაბავთ ხალხს.
სოციალურ ქსელში ჩემმა მეგობარმა ერთი ძალიან კარგი ახსნა გააკეთა. იქნებ ასე მაინც გაიგოთ, როგორი პროპაგანდისტული დამოკიდებულება გაქვთ ამ თემის მიმართ: "საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ რომ თქვას, რომ სამი კუთხური ითვლება ერთ პენალად, UEFA-მ კი თქვას: თუ ასე გააკეთებთ და ამ წესს მიიღებთ, UEFA-ს წევრი ვერ იქნებით და ჩემპიონატებზე ვერ ითამაშებთ. შემდეგ დადგეს კალაძე და კობიაშვილი და თქვან: ამათმა რა იციან საერთოდ ფეხბურთი, ესენი აზრზე არ არიან, არ გვინდა ასეთი UEFA; ამ წესს მაინც მივიღებთ და სამი კუთხური მაინც იქნება პენალი" - იგივე დამოკიდებულება გაქვთ ევროკავშირთან მიმართებით. უნდა გესმოდეთ, რომ ეს კანონი არც კი უნდა განიხილოთ იმიტომ, რომ ეს არის დაძაბულობის და დაპირისპირების კერა“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.გამოტოვე 5...PauseMuteCurrent Time 0:00/Duration 0:04Loaded: 100.00%Picture-in-PictureFullscreenSS.GEროგორ მოხვდე აქიყიდება სასაწყობე-საწარმოო ფართი ვარკეთილშიდალაგება, დასუფთავებაიყიდება 2 ოთახიანი ბინა ნაძალადევშიიყიდება მიწის ნაკვეთი ლისის ტბაზე
რა ხდება ამ წუთებში ვარკეთილში - კადრები ადგილიდანpalitravideo.geრა ხდება ამ წუთებში პარლამენტთან? - კადრები ადგილიდანpalitravideo.geსაჭირო და აუცილებელი ინფორმაცია მათთვის, ვინც დღეს, აქციაზე წასვლას აპირებსpalitravideo.ge"მძღოლი გახდა შეუძლოდ" - ვრცელდება კადრები რუსთავიდან, სადაც ავარია მოხდაpalitravideo.geევროპული ქვეყნები "რკინის გუმბათის" აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ - რისთვის ემზადება ბებერი კონტინენტი?ambebi.geკიდევ ერთი თავდასხმა სიდნეიში: ამჯერად დაჭრილია ღვთისმსახური და მისი მრევლის 4 წევრი - დანაშაული პირდაპირ ეთერში მოხდაambebi.geირანის "ფუჭი გასროლა": დრონებით და რაკეტებით მასიური თავდასხმა ისრაელზე, თუმცა მსხვერპლისა და ნგრევის გარეშე- როგორ შეძლო ეს ისრაელმა და უპასუხებს თუ არა ის ირანს?ambebi.ge"თავდამსხმელი ქალებზე იყო ფოკუსირებული და კაცებს ერიდებოდა" - რა ხდება ცნობილი სიდნეის ტრაგედიაზე, რომელსაც ქართველი ქალიც ემსხვერპლა?ambebi.geომი უკრაინაშისრული ინფორმაციადღის ბოლო სიახლეები9 წუთის წინპაატა მანჯგალაძე - ეს კანონი სინამდვილეში არის ის, რომ საქართველოს ჩამოაშოროს ყველა აქტიური მეგობარი და რუსული ორთავიანი გაუმაძღარი არწივის პირისპირ დატოვოს მარტო10 წუთის წინთინა ბოკუჩავა - რუსული კანონი სამიზნედ იღებს საერთაშორისო პარტნიორების ფინანსურ დახმარებას, რომელიც ხმარდება ეკლესიების კონსერვაციას, სკოლების რეაბილიტაციას, გზების მშენებლობას, 260 ათას საქართველოს მოქალაქეს, რომლებიც სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობენ16 წუთის წინჩაფიძის გულის ცენტრი ვეტერანებისთვის მორიგ საქველმოქმედო აქციას ჩაატარებსყველა სიახლეინტერვიუ15.04.2024 / 10:24ნატა საბანაძე - ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია15.04.2024 / 13:14ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზეყველა სტატიაპრესის მიმოხილვა15.04.2024 / 09:59სანდრო თვალჭრელიძე - “სამწუხაროდ, ახლა სწორედ “ქართული ოცნების” დეგრადაციას ვადევნებთ თვალს”
დიდი ომი გადაიდო? - ისრაელი ირანის ტერიტორიაზე დარტყმისგან ჯერჯერობით თავს იკავებს
გიორგი გობრონიძე - “ეს აბსურდია უცხო ქვეყნის აგენტი ყვიროდეს, არიქა, აგენტი ვარ, ძირს გითხრით და დამარეგისტრირეთო”
სადავო კანონი - ანალიტიკოსები მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების შემთხვევაში, კანონის თაროზე შემოდებას პროგნოზირებენ
“აფხაზეთში ყველა ოპონენტს “საქართველოს აგენტს” დაარქმევენ”
ბორის აკუნინი ქართველებს მიმართავს - "ის შემდეგ მთელ საქართველოს სიმსივნური წანაზარდივით მოედება...""ბატონო კობა, ტირით?" - რამ აატირა კობა ხაბაზი 9 აპრილზე საუბრისას და რას გრძნობს როცა ესმის - "მადლობა თავისუფლებისთვის"!"ბინა დაგირავებული მაქვს და ახლა მდგმურს თანხა უნდა დავუბრუნო...", "სამი შვილი მყავს და შემიძლია სასამართლოში მოვითხოვო მათი წილიც?" - იურისტის პასუხები თქვენთვის აქტუალურ საკითხებზეჩინელის სენსაციური წინასწარმეტყველება:"პუტინი ომს წააგებს!" - "რუსეთის პრეზიდენტს წინ მრავალი "შავი გედი" ანუ მოულოდნელი უსიამოვნება ელის"რა ხდება ამ წუთებში ვარკეთილში - კადრები ადგილიდანრა ხდება ამ წუთებში პარლამენტთან? - კადრები ადგილიდან“რა გავაკეთო, ვის შევჩივლო, არ ვიცი...“ - გურამ ბაღდოშვილი მის სახლთან გადაღებულ სათვალთვალო კამერის ჩანაწერებს აქვეყნებსევროპული ქვეყნები "რკინის გუმბათის" აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ - რისთვის ემზადება ბებერი კონტინენტი?კიდევ ერთი თავდასხმა სიდნეიში: ამჯერად დაჭრილია ღვთისმსახური და მისი მრევლის 4 წევრი - დანაშაული პირდაპირ ეთერში მოხდაირანის "ფუჭი გასროლა": დრონებით და რაკეტებით მასიური თავდასხმა ისრაელზე, თუმცა მსხვერპლისა და ნგრევის გარეშე- როგორ შეძლო ეს ისრაელმა და უპასუხებს თუ არა ის ირანს?79-სართულიანი შენობა, 5500 ავტოსადგომი - როგორი იქნება კომპლექსი, რომლის მშენებლობაც იპოდრომთან იგეგმება (+ფოტო)რა ღირს ზღვის ფსკერზე დაძველებული ღვინო?არის თუ არა სააღდგომოდ ისრაელის ტურებზე მოთხოვნა და როგორია ღირებულებაPauseUnmuteStream Type LIVEPicture-in-PictureFullscreenმთავარიჩვენს შესახებსერვისებირეკლამამასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობებითბილისი, იოსებიძის ქ. 49(+995 32) 2 38 98 05ipnnews@ipn.ge+122018 ყველა უფლება დაცულია