დღევანდელი პლენარული სხდომა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. პოლიტიკურმა მხარეებმა ძირითადი ყურადღება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტს დაუთმეს. ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი გამოსვლა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს ჰქონდა - მას „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. გარდა ამისა, დეპუტატებმა ალეკო ელისაშვილის მიერ მამუკა მდინარაძეზე განხორციელებულ თავდასხმაზეც ისაუბრეს. კიდევ რა განაცხადეს დეპუტატებმა და რა ვითარებაა პარლამენტში.