უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა მობილიზაციის შესახებ კანონს ხელი მოაწერა. ამის შემდეგ კანონი ხელმოსაწერად უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაეგზავნა. უკრაინის პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ კი საკანონმდებლო აქტი საპარლამენტო გამოცემა „უკრაინის ხმაში“ გამოქვეყნდება. კანონი ძალაში გამოქვეყნების მომდევნო დღიდან ერთი თვის შემდეგ შევა. მობილიზაციის შესახებ კანონი უკრაინის უმაღლესმა რადამ 11 აპრილს მიიღო. კანონპროექტს მხარი 283-მა დეპუტატმა დაუჭირა.