"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია საქართველოს პარლამენტთან გვიან ღამით დასრულდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასულ ღამეს აქციაზე სამართალდამცველებმა 11 პირი დააკავეს. როგორც უწყების მიერ გავრცლებულ განცხადებაშია აღნიშნული, ფიზიკური დაპირისპირების აღსაკვეთად შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური საშუალება - ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა. უწყებაში განმარტავენ, რომ აქციის მონაწილეები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ პოლიციელებს და მათი მიმართულებით სხვადასხვა ბლაგვი საგანი, მათ შორის, ქვები და ბოთლები ისროლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავდა უწყების თანამშრომელი, რომელიც გადაყვანილია კავკასიის მედიცინის ცენტრში. ასევე, დაზიანებულია სამინისტროს კუთვნილი ავტომობილი. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ აქციები გრძელდება. კანონპროექტის გასაპროტესტებლად მოქალაქეები პარლამენტთან დღეს 12:00 საათიდან შეიკრიბებიან.