ახლო აღმოსავლეთში კვლავ რთული ვითარებაა. საერთაშორისო ლიდერები კონფლიქტის განმუხტვის აუცილებლობაზე საუბრობენ. პარალელურად, ერაყის პრემიერ-მინისტრი, მუჰამედ შია ალ-სუდანი ისრაელის განცხადებას, რომ ქვეყანაზე თავდასხმის დროს ზოგიერთი რაკეტა ერაყის ტერიტორიიდან გაუშვეს უარყოფს. მისი თქმით, იმ სამხედრო ანგარიშებით, რომელიც ქვეყანამ მიიღო ერაყიდან რაკეტების ან დრონების გაშვება არ დასტურდება. მისივე თქმით, ერაყის უსაფრთხოების შესანარჩუნებლად და ერაყის კონფლიქტიდან დისტანცირების მიზნით სამართლებრივ პროცედურებს იყენებს. მანამდე, ერაყის პრემიერი ორშაბათს ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდა. ლიდერებმა ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის დეესკალაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.