საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყანამ აზერბაიჯანიდან ელჩი, ანა ბოიონი კონსულტაციებისთვის გაიწვია. საფრანგეთის საგარეო უწყების ცნობით, გადაწყვეტილების მიზეზი ბოლო თვეებში აზერბაიჯანის მხრიდან ცალმხრივი ქმედებების განხორციელებაა, რომელიც ქვეყნებს შორის ურთიერთობებს აზიანებს. ელჩი პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიიღო. როგორც ცნობილია, ბაქო, სომხეთის მხარდაჭერისთვის და მთიან ყარაბაღში ქმედებებთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის მიმართ მკაცრი რიტორიკისათვის პარიზს აქტიურად აკრიტიკებს. დეკემბრის ბოლოს ქვეყნებმა ერთმანეთის ორ-ორი დიპლომატი გააძევეს.