არა რუსულ კანონს, - ამ ლოზუნგით უკვე მესამე დღეა საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია იმართება. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მოქალაქეები, პოლიტიკოსები, არასამთავობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სტუდენტები აპროტესტებენ. ამ წუთებში აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის უკან იკრიბებიან.