ამ წუთებში საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები ადგილზე დილიდანვე იმყოფებიან. გახმაურებულ კანონპროექტს მოქალაქეები, პოლიტიკოსები, არასამთავობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სტუდენტები აპროტესტებენ. პარლამენტთან პოლიცია მობილიზებული, ხოლო საკანონმდებლო ორგანოს ეზოში სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებიც იმყოფებიან. რას აცხადებენ მომიტინგეები მას შემდეგ რაც პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო, ამას სალომე ჯაფარიძე გაგვაცნობს.