ევროკავშირის ლიდერები ისრაელზე ირანის თავდასხმას გმობენ. გარდა ამისა, ისინი ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ. ევროპულის გაერთიანების განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროპული საბჭო მკაცრად და ცალსახად გმობს ირანის თავდასხმას ისრაელზე, ასევე იმეორებს სრულ სოლიდარობას ისრაელის ხალხის მიმართ და ისრაელის უსაფრთხოებისა და რეგიონული სტაბილურობის მიმართ ერთგულებას ინარჩუნებს. ევროპული საბჭო მოუწოდებს ირანს და მის მარიონეტებს, შეწყვიტონ ყველანაირი თავდასხმა და მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება, რამაც შეიძლება გაზარდოს დაძაბულობა რეგიონში. ევროკავშირის ლიდერები აცხადებენ, რომ ბლოკი სრულად ერთგული რჩება, წვლილი შეიტანოს რეგიონში დეესკალაციასა და უსაფრთხოებაში.