უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპოექტი საერთაშორისო პარტნიორებისა და მედიის ყურადღების ცენტრში - უკვე რამდენიმე დღეა, ქვეყნის პარტნიორი ევროპული სახელმწიფოს ლიდერები, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პირველი პირები საქართველოს ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირებასა და პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე წერენ ისეთი ცნობილი გამოცემები, როგორიცაა Reuters-ი, Associated Press-ი, France-Presse-ი, The Guardian-ი, CNN-ი, BBC-ი და NBC-ი.