პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს, დონალდ ტრამპს შეხვდა. შეხვედრა ნიუ იორკში, „ტრამპ თაუერში“ გაიმართა. შეხვედრის დაწყებამდე ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის დიდ პატივს სცემს დუდას და მასთან ძალიან კარგი და ახლო ურთიერთობა აქვს. მანამდე მედიასთან კომენტარი თავად დუდამაც გააკეთაა. როგორც პოლონეთის პრეზიდენტმა მედიას განუცხადა, ის შეხვედრაზე პირადად ტრამპმა მიიწვია.