დადიანის ქუჩა და თამარ მეფის გამზირი ორზოლიანი საავტომობილო ხიდით დაუკავშირდება ერთმანეთს. პროექტზე დედაქალაქის მერია მუშაობს. იგეგმება ორზოლიანი საავტომობილო ხიდის მშენებლობა, რომელიც დადიანის ქუჩას (ხუდადოვის ქუჩის დასაწყისიდან) და თამარ მეფის გამზირს ერთმანეთთან დააკავშირებს. კონცეფციაზე მუშაობა უკვე დასრულებულია. პარალელურად, მერია აქტიური კომუნიკაციაშია დონორ ორგანიზაციებთან და ფინანსთა სამინიტროს წარმომადგენლებთან. აღნიშნულ პროექტზე საუბარი მერიამ ჯერ კიდევ 2022 წელს დაიწყო. მერიის წარმომადგენელები ამბობდნენ, რომ დადიანის ქუჩისა და თამარ მეფის გამზირის საავტომობილო ხიდით დაკავშირება, ავტობუსის სატრანზიტო დერეფნის რეალიზაციისთვის აუცილებელი გარემოებაა. ამასთან, ამ ხიდის აშენების შემდეგ, კერძო ავტომობილებს ნაძალადევის რაიონში მოსახვედრად აღარ მოუწევთ სატრანზიტოდ ჩუღურეთისა და დიდუბის გავლა.