პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, თუ ოფშორში რეგისტრირებული კომპანია საქართველოში თავის ქონებას შემოიტანს, ის ბეგარისგან გათავისუფლდება. მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ პროექტში განხორციელებული ცვლილებები ოპოზიციამ მწვავედ გააკრიტიკა. მათი განცხადებით, მზადდება ფონი რომ ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ფინანასები ქვეყანაში უპრებლემოდ შემოიტანოს და ამ გზით საერთაშორისო სანქიცების საშიშროებას თავი აარიდოს.