1. ევროპარლამენტარების მორიგი გამაფრთხილებელი განცხადება საქართველოს ხელისუფლებას. ევროპელი პოლიტიკოსები დევიდ მაკალისტერი, სვენ მიქსერი და მარინა კალიურანდი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი განხილვის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ და მას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის საფრთხედ აღიქვამენ. ევროპარლამენტარები საკუთარ განცხადებაში კანონპროექტის წინააღმდეგ გამოსული დემონსტრანტების თემასაც ეხებიან და ხელისუფლებას შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებენ. რა გზავნილები მიიღო საქართველომ ევროპარლამენტისა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებისგან. საკითხზე მეტ დეტალს ცარო კირვალიძის სიუჟეტიდან გაიგებთ.